Skip to content

“ნანუკას შოუ”, “სვეცკობა” რთველში და ნანუკას სუვენირები

October 31, 2010

ამის დაწერა, ალბათ, თავში არc მომივიდოდა (ან მომივიდოდა და დამეზარებოდა), რომ არა ლექტორის დავალება, დამეწერა 26 ოქტომბრის “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” მიმოხილვა. მოკლედ, დავიწყე…

დღეს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე გამოიყურებოდა ხოლმე – დაიხვეწა  ნელ-ნელა, შეძლებისდაგვარად გალამაზდა, ჩაცმაც ისწავლა და როგორც გადაცემის დასაწყისიდან გავიგე, ქუსლებზე დგომაც.

www.imedi.ge“მე, ნანუკა ჟორჟოლიანი და მთელი ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი მოვალთ ყველა ოჯახში, უბანში (აქ ცოტა დავიძაბე) მაღაზიაში, რაიონში (მგონი, არ ხუმრობს) რეგიონში, ქალაქში (წარმოიდგინე, სადაც მიდიხარ ყველგან “ნანუკას შოუ” რომ დაგსდევდეს – ღმერთო, რა შევცოდეთ…), როგორ ვიტყუები, ალბათ, ხვდებით…” -დაამთავრა ნანუკამ და მეც ამოვისუნთქე. არ შეიძლება მაყურებელი ასე ანერვიულო.

შემდეგ ტრადიციულად ჭორების მოყოლა დაიწყო. ისე, ალბათ, ამ რუბრიკას ჭორები ბრჭყალებში ჰქვია და გასაგები მიზეზების გამო ბრჭყალებს ვერ ვხედავთ. ხოდა, თურმე, ნინო ლიკუჩოვა (მერე რა რომ ნანუკამ ვერ გაარკვია ვიცე-მისი იყო თუ მის საქართველო) ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანებულა და ასე უთქვამს, “აჭარაში ცხელა, ამ პარტიაში კი გრილა ძალიან და უბერავსო”. გაგეცინათ? არც მე. კიდე, ნანუკას შარშანდელი ახალი ამბავი, რომ ახმეტის რაიონის გამგებელს 6 პრესმდივანი ჰყავს, წელს გაუგია და მაყურებელისთვისაც არ დაენანა თქმა (მოგიძველდა, მგონი, ნანუკა ხუმრობები :)).

რაც შეეხება მთავარ თემას, მართლაც საინტერესო იყო – იპოლიტე ხვიჩიას 100 წლის იუბილე. პირველ ბლოკში მისი შვილიშვილები მოიწვია. პრინციპში ნანუკას კითხვა არც დაუსვამს და ცოტა დადგმული სპეკტაკლის შთაბეჭდილება დამრჩა. “კითხვები” შემდეგნაირი იყო: “რაღაცები გავიგე და ამის გაცოცხლება შენ შეგიძლია სტუდიაში”, “მე აქ მთელი ისტორიების სპეციალური  ამონაწერი მაქვს და ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, რომ ზუსტად ის ადამიანები მოდიან, რომლებიც ამ ისტორიებს თავიანთი თვალით ხედავდნენ” – ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ კი რესპონდენტები პირდაპირ ამბების მოყოლას იწყებდნენ.

ამ ბლოკიდან უფრო მეტს ველოდი, მეტ ისტორიას, უფრო საინტერესოდ მოყოლილს, უფრო საინტერესოდ შერჩეულს…

მოდი, განვიხილოთ ორი მაგალითი: ერთგან ხვიჩიას შვილიშვილს ნანუკამ პლანის ყიდვის ისტორია გაახსენა, შენი და მომიყვა და ახლა შენც მოყევი ეთერშიო, რამაც კაცი აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და თავის მართლება დააწყებინა – პლანი ხომ ყველას აქვს გასინჯულიო… ყველაზე “სასაცილო” მაინც ის იყო, ისტორია ბოლომდე კარგად ვერ გაიხსენა. ამას, ალბათ, გადაცემის წამყვანის მხრიდან მსუბუქ ფორმებში რომ ვთქვათ, უტაქტობა ჰქვია. ახლა მეორე ამბავი  – იპოლიტეს შვილიშვილი მაკა ყვება როგორ შეშურდა იპოლიტეს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის (რომლის სახელ-გვარის დასახელება რესპონდენტს არ უნდოდა) და უთხრა, ალბათ, რა კარგია შენს ადგილას ყოფნა, ერთს დაუსტვენ და ყველა სურვილს აგისრულებენო. იმან კიდევ აჰა, სასტვენი, ჩაუსტვინე ნახე თუ აგისრულდეს ყველაფერიო. ისტორია დამთავრებულიც არ ჰქონდა, ნანუკამ ვიცი, ვინ იყო ეს მაღალჩინოსანი, ედუარდ შევარდნაძეო, მისმა რეპლიკამ კი ამბის მომყოლი აშკარად დააბნია. არ ვიცი, რა ჰქვია ამას ჟურნალისტურ ენაზე, მაგრამ იმ წამს ნანუკას გათავხედებული ბავშვის სახე ჰქონდა, რომელმაც იცის, რომ აშავებს და ისიც იცის, რომ ამის გამო არ დასჯიან.

გადაცემის მსვლელობის იპოლიტე ხვიჩიას მონაწილებით ფილმების ნაწყვეტების ჩართვა გადაცემას ახალისებდა, მაგრამ ფილმებზე ტიტრებიც რომ დაედოთ, რომელი ფილმიდან იყო ნაწყვეტი, ურიგო არ იქნებოდა.

მეორე ბლოკი კი ნამდვილი შოუ იყო: ბუბა კიკაბიძე, იმედა კახიანი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი იპოლიტე ხვიჩია შესახებ ყვებიან… ეს ის შემთხვევაა, როცა წამყვანმა პრინციპში არც უნდა ილაპარაკოს. მაგრამ ნანუკა რის ნანუკააა… “თქვენ აზერბაიჯანში შეხვდით პირველად ხვიჩაიას”… არა, “საბუდარელ ჭაბუკში”,- ეცინება კახიანს.

კიდევ, ერთი ძალიან საინტერესო სტუმარი ჰყავდა – ხვედელიძე, რომელმაც გაიხსენა, როგორ შეხვდა იპოლიტეს, როგორ მოხვდა ფილმში… ბოლოს ნანუკა ახლანდელ სამუშაო ადგილზე შეეკითხა და რომ გაგო, არსად მუშაობდა, “ისტერიკა დაემართა” და იმდენჯერ ჰკითხა ადამიანს ამის შესახებ, რომ რა ეპასუხა არ იცოდა: რას აკეთებთ? სულ არაფერს? სულ, სულ არაფერს? (აბა, ბიჭო, პირველად გაიგო, რომ საქართველოში უმუშევრებიც არსებობენ).

ბლოკის ბოლოს კი სტუმრებს პაწუა, “სვეცკურ”, ფერად ვედროებში დაკრეფილი ყურძენი გადასცა (მერე რა, რომ ,,სიცხიანმა ამინდებმა” ცოტა გააფუჭა), თან ჩვეულებრივი ყურძენი კი არა, მისი ხელით დაკრეფილი.

კიდევ ის გავიგეთ გადაცემიდან, რომ ნანუკა მეტყველებაზე თურმე მანანა ბერიკაშვილთან დადის. არასწორი ინტონაციების, ულოგიკო მახვილების, “საოცარი” გრამატიკის შემხედვარე, ამას ვერ იფიქრებთ, მაგრამ ეტყობა ცდილობს გოგო (ისე, ნეტა სიცილის მასწავლებელი არ არსებობს?! :))

რაც შეეხება სტუდიას, ვერაფერს იტყვი, მდიდრული და სადა სტილი ერთმანეთთან

როსტო

შერწყმულია: სხვადასხვა ყვავილები, ბროწეულის ხე, მწვანე ვაშლები… ხო, კიდევ ერთ სუვენირზე დამავიწყდა თქმა, მას როსტო ჰქვია. როსტოს ფუნქცია კარგად ვერ გავაცნოებიერე, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მსვლელობისას კამერა მუდმივად გვიჩვენებს წინხედში, გვერდხედში, ადგილიანად თუ უადგილოდ, როგორ იცინის, იღიმება ან უბრალოდ არის – მოკლედ, ქართველი მარიო ჩიმაროა რა :).

გადაცემის მესამე ბლოკი კი ყველაზე “საინტერესო” იყო, “ძაან, ძაან ადამიანებს” ეხებოდა. ე.ი. მთელი ქართული “ელიტა”: მარინა კახიანი, ია ფარულავა, რუსუდან კერვალიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, რუსკა მაყაშვილი და, რა თქმა უნდა, ნანუკა და როსტო კახეთში რთველში წავიდნენ. ამას ხელი არ შეუშლია ყურებზე დაკიდული “ორმეტრიანი ჭარები”, მზის სათვალეები და “დიორის” შარვლი ეტარებინათ (“ელიტაა” რა)… მერე მთელი რთველის პროცესში წუწუნებდნენ: აუუუ, ძაან დავიღალეო, ბარემ “კალოშები” ჩამეცვაო, ხალათით უნდა წამოვსულიყავიო, ეს რა ყოფილაო, კიდე აუუუუუუო… მოკლედ, ისე მოაბეზრეს თავი მასპინძელს, რომ ერთ-ერთმა უთხრა კიდეც ია ფარულავას, რთველში რომ მოდიოდით აბა არ იცოდი რა უნდა ჩაგეცვათო? სამაგიეროდ, ისეთ გენიალურ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ღირდა ამდენ წვალებად : თურმე ჭამა და დალევა უფრო ადვილია, ვიდრე ყურძნის კრეფა და მისი მოვლა.

მოკლედ, დაკრეფილი ღვინო ჩამოიტანეს, პაწუკა “ვალინკები” ჩაიცვეს (აუუუუ, თურმე რა “ტეხავს” დიდი ზომა ფეხი რომ გაქვს…), ნელ-ნელა საწნახელზე აცოცდნენ და სულ ცეკვა-ცეკვით დაწურეს ღვინო სტუდიაში.

გადაცემა ანსამბლი “ალილოს” კლიპის პრეზენტაციით დასრულდა – კარგად შესრულებული ქალაქური ჰანგები და ძალიან ბანალური კლიპი…

გადაცემის შემდეგ კი რატომღაც ის ქალბატონი გამახსენდა, სოფელში რუსუდან კერვალიშვილს რომ შესჩიოდა… რძალმა შარშან იმშობიარა, 1000 ლარი ავიღე პროცენტიანი ვალი ავიღე და ისევ ისე მაქვს, ახლა მეორეზეა ექვსი თვის ფეხმძიმე, რა უნდა ვქნა, როგორ გამოვიყვანო საავადმყოფოდან არ ვიციო :(.

26 ოქტომბრის “ნანუკას შოუს” სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ : ნანუკას შოუ

About these ads
17 Comments leave one →
  1. October 31, 2010 4:20 pm

    ბოლო გადაცემაში ნანუკა მეც მომეწონა. ისე, დასაფასებელია, რომ აშკარად ცდილობს უკეთესი გახდეს და თემებიც მეტ-ნაკლებად ექსკლუზიური აქვს.

    • October 31, 2010 5:12 pm

      კი, ნინო, ნამდვილად დასაფასებელი, რომ ცდილობს უკეთესი გახდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას ჩვენი ნერვების ხარჯზე აკეთებს:))))

  2. salo-ME permalink
    November 1, 2010 2:17 pm

    მომეწონა. ბევრი რამე დაემთვევა ჩემს აზრებს:P (არ დავაკონკრეტებ)
    დღეს ხომ “ყველას ყველაფერი ეპატიება,” სალ, მთავარია, რომ ცდილობენ ;)

  3. November 5, 2010 9:48 am

    მომეწონა…კარგია

  4. likapika permalink
    November 5, 2010 3:08 pm

    Secdoma gamosworebulia:):) its good:):)

  5. November 7, 2010 7:25 pm

    ნეტგაზეთს შემოვყევ აქ :)
    გაწონასწორებული და სარკაზმნარევი კრიტიკაა:) მომეწონა :)

  6. December 5, 2010 4:15 pm

    ხოოო.. ვერ ვიტან ნანუკას, თითქოს რაღაც ნოვატორულს გვთავაზობს და არც გამოსდის… ბოლოჯამში სისულელეა , აცაკუნებს რა… მეც ვუყურე მაგ გადაცემას და სულ მემთქნარებოდა.. ნეტა რატომ ვუყურე, ალბათ ნასვამმა თორემ ფხიზელი…. სტატია უდავოდ საინტერესოა… ყოჩაღ სალო უაზრობაზეა ძნელი საინტერესოდ დაწერა თორემ…. :)

  7. lik permalink
    December 7, 2010 1:51 pm

    ეს უბრალოდ შოუა და მეტი არაფერი…ზოგს მოსწონს,ზოგს არა.კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია.

  8. lik permalink
    December 7, 2010 1:54 pm

    აქ იმის დაწერა,რომ ნანუკას ვერ ვიტან,უტაქტობაა და მეტი არაფერი…

    • December 8, 2010 6:08 pm

      :) არ ვიცი რატომ გაგღიზიანა ჩემმა კომენტარმა მაგრამ XXI საუკუნეა ყველა იმას გაიძახით: სიტყვის თავისუფლება სიტყვის თავისუფლებაოოო ! ხოდა მეც ნუ შემიზღუდავთ ნუ!

      P.S. ეს მხოლოდ დასაწყისია :)

  9. lik permalink
    December 10, 2010 4:58 pm

    შენზე უფრო საუბრობ,ვიდრე შოუზე…სიტკვის ტავისუფლებას ნამდვილად არ გიზგუდავ…

  10. December 13, 2010 5:56 pm

    ლექტორმა ნანუკას შოუს მიმოხილვა რომ დამავალოს, აშკარად ცუდი რამ მოხდება აუდიტორიაში :D :|

    • December 13, 2010 7:57 pm

      :D :D :D… არააა, რატომ? არც კი გვიკამათია. ყველას ნაწერი ერთმანეთს ჰგავდა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: