ბავშვები ქუჩაში
დღეში რამდენჯერმე ჩავუვლით პატარა ბავშვებს : “დეიდებო, ბიძიებო… 10, 5 თეთრი”. ზოგჯერ ფეხებში გვედებიან, ხელებში გვახტებიან, გვაწუხებენ ან გვეცოდებიან…
წყარო: http://www.youtube.com/watch?v=y21UTE1IAk4&feature=related
ქუჩის ბავშვების სამი ტიპი არსებობს:
- “ქუჩის ბავშვები _ ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახთან ყოველგვარ კავშირს, მუშაობენ, ცხოვრობენ და სძინავთ ქუჩაში;
- ქუჩის ბავშვები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქუჩაში, მისდევენ ეკონომიკურ აქტივობას, საღამოს ბრუნდებიან სახლში და მთელი დღის მონაპოვარს უნაწილებენ ოჯახს. ამ კატეგორიის ბავშვები შეიძლება დადიოდნენ სკოლაში;
- ქუჩის ბავშვები, რომელთა ოჯახებიც ცხოვრობენ ქუჩაში.” (სახალხო დამცველი, 2009 წლის ანგარიში). წყარო:http://ombudsman.ge/files/downloads/ge/mrdgeisbslxrlgajxhkx.pdf
ერთ დღეს სამსახურში გადაწყდა, რომ სიუჟეტი უნდა გაგვეკეთებინა, ბავშვებზე… ქუჩაში მცხოვრებ და ბავშვთა სახლიდან ახალი სახელმწიფო პროგრამით სახლში დაბრუნებულ ბავშვებზე.
გული ყოველთვის იმაზე მწყდება, რომ შენს მასალაში ყველაფერს ვერ “ჩატენი” ან აჩვენებ. მაგალითად, ბავშვთა სახლიდან სახელმწიფო პროგრამით სახლში დაბრუნებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ისევ ბავშვთა სახლი ენატრება იმიტომ, რომ იქიდან ზოგჯერ ზოოპარკში დაჰყავდათ. ქუჩაში სიცივეში მდგარ ბავშვს, რომელიც გაბუტული მიყურებდა კიდევ როდის მოხვალო. ბოშა ბავშვს, რომელიც მიყვებოდა რომ მათხოვრობა არ უნდოდა, სახლში დარჩენა ერჩივნა და წყინდა, რომ არსად უშვებდნენ, რამე არ მოიპაროსო.
-”როგორ მოვიპარავ, შენ გგონია მე ღმერთი არ მწამს?” – მიმტკიცებდა აღშფოთებული.
სამწუხაროა, რომ ეს ბავშვები მხოლოდ იმიტომ არიან ქუჩაში, რომ “არასწორ” ოჯახებში, ქვეყანაში დაიბადნენ. ეს არაა მათი არჩევანი, მათთვის არასდროს არავის უკითხავს რა უნდოდათ.
წყარო: http://osibatumi.blogspot.com/2011/01/blog-post.html
კარგია, როცა ქვეყანაში ბევრი ცნობილი მომღერალი ჩამოდის, რომ ნიცას ვემსგავსებით, რომ ეკონომიკურად ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ, მაგრამ იქნებ ზოგჯერ ქუჩაშიც გაგვეხედა…მეტროში ფულის მთხოვნელ, ღამე მიწისქვაშა გადასასვლელებში მძინარე ბავშვებისთვისაც გვეკითხა რამე.
ჩემი ნამუშევარი კი ეს გამოვიდა: სახეების და სახელების გარეშე… უბრალოდ იმ ბავშვების პრობლემებზე, რომელბიც ქუჩაში მათხოვრობენ ან მათხოვრობის პირას არიან.


sal, dzalian saintereso da mtkivneul temas sheexe… shen warmatebas gisurveb da am bavshvs uketes momavals.
http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=244381708976169&id=100000464724871¬if_t=like